ComCom-მა ფორმულა და TV პირველი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
კომისიამ TV პირველი და ფორმულა – სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ოცნების საჩივრები ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ დასაშვებად 5 ივნისს ცნო.
ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ.
კერძოდ, მოცემული იყო ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”.
განსაკუთრებით ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების მთავრობის “რეჟიმად მოხსენიებას”. საჩივარში მრავალჯერ მოიცავდა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “რეჟიმის პატიმარი,” რეჟიმის წარმომადგენელი” და ა.შ.
ქართული ოცნება ფორმულას ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიების გამოც უჩიოდა.