აქტივისტ მაგდა მამუკაშვილს დაუყადაღეს საცხოვრებელი სახლი, მანქანა, ანგარიშები, “25%-იანი წილი კომპანიაში, რომელიც 12 წელია გაჩერებულია და ნულოვან მოგებაზეა”. ამის შესახებ მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თიბისიმ ანგარიშები დამიყადაღა, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის” თქმის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ რეჟიმის მსახურები არიან, ვიცით, თქვენ რატომ აღასრულებთ არაღიარებული რეჟიმის გადაწყვეყილებებს?! რატომ იღებთ მონაწილეობას რეპრესიული მექანიზმის მუშაობაში? კი ინგლისის სანქციებიც აქვს ამ რეჟიმს, ეგ რანაირად არ გადარდებთ?! თან იპოთეკური სესხი მაქვს 2037 წლამდე უდიდეს პროცენტში. თან გიყაღებენ ანგარიშს და თან 25 რიცხვში მოგთხოვენ, ფული გადაიხადეო. არ გადაიხდი და სახლს გაგიყიდიან ერთად და შეხმატკბილებულად აღსრულება და თიბისი. რაში ადარდებთ შენი მცირეწლოვანი შვილები. უნამუსობაა ეს და მეტი არაფერი, თიბისი. ამის მერე გააკეთეთ ხოლმე მრავალათასიანი პროევროპული რეკლამები და ააცრემლეთ აუდიტორია. ამ რეჟიმის მსახურებო!”, – წერს მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
· ლაშხის საქმეზე აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მამუკაშვილს კი 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა
