საფრანგეთში გაფიცვის გამო ფრენების უმრავლესობა გადაიდო ან გაუქმდა

საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების გაფიცვის გამო ფრენების უმრავლესობა გადაიდო ან გაუქმდა. ორი ფრანგული პროფკავშირი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორი დღით გაიფიცა, ამის გამო შეფერხებულია პარიზის შარლ დე გოლისა და ნიცას აეროპორტების მუშაობა.
Ryanair-მა 170-ზე მეტი, easyJet-მა კი 250-ზე მეტი ფრენა გააუქმა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა დაგმო როგორც პროფკავშირების მოთხოვნა, ასევე მათი გადაწყვეტილება, გაფიცულიყვნენ დასასვნებლად მიმავალი ადამიანებისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს.
საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს მიმართა, ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში ფრენები შეამცირონ.
გაფიცვის გამო ფრენები შემცირდება პარიზის სამივე აეროპორტში, ასევე, ლიონის, მარსელის, მონპელიეს, ნიცას, ბასტიას და კიდევ რამდენიმე ქალაქის აეროპორტში. მგზავრებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, ინფორმაციის მიღებას ავიაკომპანიისგან შეძლებენ.