არა, ასეთი რამ არ იგეგმება – ივანიშვილი მთავრობაში სავარაუდო ცვლილებებზე

“ქართული ოცნების” ე.წ. საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა მთავრობაში ცვლილებები, უპასუხა: “არა, ასეთი რამ არ იგეგმება”.
გარდა ამისა, როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავად არ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი და არც ამჟამინდელი პრემიერის შეცვლაა დაგეგმილი.
ქართული ოცნების პარტიის ყრილობაზე პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა შემოიღეს. ეს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა.
“ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას”. – აღნიშნა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.