ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად: რა ფოტოებს აქვეყნებს ჩოგბურთელი – Marao

ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული, კარლოტა ელენა, აქტიურად ესწრება უიმბლდონის ტურნირს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს. კარლოტამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ის ინგლისელ სუპერმოდელსა და მსახიობთან, როზი ჰანტინგტონ-უაითლისთან ერთად არის.
ფოტოდან ირკვევა, რომ როზი ჰანტინგტონიც სტუმრობს პრესტიჟულ ბრიტანულ ტურნირს და ის ბასილაშვილის თამაშს თვალს ადევნებს.
კარლოტა უიმბლდონზე ბასილაშვილის სეტებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს და ამასთან ერთად, ფოტოებით გულშემატკივრებსაც უზიარებდა. განსაკუთრებული ყურადღება კი კარლოტასა და როზის ერთად ყოფნამ მიიქცია.
ნიკოლოზის ამჟამინდელი შეყვარებული კარლოტა ჰელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.
გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს მეგობარი მამაკაცის ასისტენტობას.
კარლოტა ჰელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
კარლოტა ჰელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.
როზი ჰანტინგტონ-უაითლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახეა თანამედროვე მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში. მან კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ინტერესები ბევრად უფრო გაფართოვდა ის წარმატებით მოღვაწეობს კინოში, ბიზნესში და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა.
როზი დაიბადა 1987 წლის 18 აპრილს, ინგლისის ქალაქ პლიმუთში. მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო და მალევე გახდა საერთაშორისო ბრენდების საყვარელი სახე. მის ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება თანამშრომლობა Victoria’s Secret-თან, სადაც 2009 წელს ერთ-ერთ მთავარ “ანგელოზად” აირჩიეს.
როზი 2010 წლიდან ურთიერთობაშია ცნობილი ბრიტანელ მსახიობთან, ჯეისონ სტეთჰემთან. წყვილი 2016 წელს დაინიშნა და ორი შვილს ზრდიან. მიუხედავად თავშეკავებული ცხოვრების სტილისა, ისინი ხშირად ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო წყვილი შოუბიზნესში.
როზიმ არაერთ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედობა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა გახდა.