რამდენიმე წუთის წინ ესპანურმა გამოცემა Marca-მ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. პორტუგალიის ნაკრებისა და “ლივერპულის” შემტევი დიოგო ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
ტრაგიკული შემთხვევა სამორას რეგიონში მოხდა. 28 წლის ფეხბურთელმა სულ რაღაც 5 დღის წინ იქორწინა.
აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა და განცხადებაც გაავრცელა.
“ჩვენ ორი ჩემპიონი დავკარგეთ. მათი სიკვდილი უდიდესი დანაკარგია პორტუგალიური ფეხბურთისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატივი მივაგოთ მათ მემკვიდრეობას ყოველდღე”.
ჟოტა “მერსისაიდელთა” რიგებში 2020 წლიდან გამოდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა “ლივერპულში” 123 მატჩი გამართა და 47 გოლი გაიტანა. დიოგუ სხვადასხვა დროს “პაკოშ დე ფერეირას”, მადრიდის “ატლეტიკოს”, პორტუსა” და “ვულვზის” ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება მის ძმას ანდრესს, იგი 25 წლის იყო და პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბში, “პენაფიელში” გამოდიოდა.
· გეგი აუ რა არის ცხოვრება რა,ერთი წამია. ძალიან საწყენი ამბავია და ძალიან ვწუხვარ :(((
· toy ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
· L.J. R.I.P.
· ვახო… საცოდავები…
“ნუ ელოდებით, რომ ახალი “კვარა” გახდება” – “ნაპოლის” ლეგენდა “პარტენოპეიში” ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
“ლივერპულმა” ძლივს მოიგო – “ვულვზის” მეკარე ძლივს გადაარჩინეს [VIDEO]
ჟოტა: იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში “რეალს” აღარ შევხვდებით
