“ნუ ელოდებით, რომ ახალი “კვარა” გახდება” – “ნაპოლის” ლეგენდა “პარტენოპეიში” ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

პსვ-ს გარემარბი ნოა ლანგი, დიდი ალბათობით, კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს, “პარტენოპეი” ფეხბურთელის სანაცვლოდ ნიდერლანდურ კლუბს 30 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაუხდის.
ლანგის შესაძლო ტრანსფერს “ნაპოლის” ლეგენდა რუუდ კროლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გულშემატკივარი გუნდში ახალი “კვარას” მისვლას არ უნდა ელოდოს.
“რას ვფიქრობ ლანგის “ნაპოლიში” ტრანსფერზე? მას შეუძლია კონტეს ხელმძღვანელობით კარიერაში წინ დიდი ნაბიჯი გადადგას და კიდევ უფრო ხარისხიანი ფეხბურთელი გახდეს. ნიჭიერი მოთამაშეა და ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მისი ერთადერთი პრობლემა დისციპლინაა, რის გამოსწორებაშიც კონტე აუცილებლად დაეხმარება.
შესანიშნავი გარიგებაა, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ გუნდში ახალი “კვარა” ითამაშებს, ლანგი უნდა გაიზარდოს, მას თამაში მარცხენა გარემარბად და 10-იანის პოზიციაზე შეუძლია”, – განაცხადა კროოლმა.
ლანგმა გასულ სეზონში პსვ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
“დილა” საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს – “ახალი კვარა”?
კონტემ “ბაიერნის” ვარსკვლავის დამატება მოისურვა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია – პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
Opta: პსჟ მუნდიალის ფავორიტი აღარაა – გამარჯვების მეტი შანსი სხვა გუნდს აქვს
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
“ახალი კვარა” – “ნაპოლი” ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ინტერ მაიამისთან” მატჩში?
შეთანხმება მიღწეულია – “ნაპოლი” კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?