ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის და ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების დაკავებას გმობენ.
ისინი სინდისის პატიმრების დაუყოვნელივ გათავისუფლებას ითხოვენ.
“მკაცრად ვგმობთ სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ბადრი ჯაფარიძის (ლონდონის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებული), დაპატიმრებას. ეს ცალსახად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ ნორმებთან და უმძიმესი შედეგების მომტანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის.
პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი აზრის დევნა, სინდისის პატიმრების არსებობა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ემუქრება ჩვენი სამშობლოს მომავალს და თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლებასა და კეთილდღეობას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციის ლიდერებს, ასევე უკლებლივ ყველა სინდისის პატიმარს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან განსხვავებული აზრის გამო. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ლევან ჯუღელი
ნანიკო წიკლაური
ეკატერინე მაჭავარიანი
ლელი ჭელიძე
გიორგი წიქარიშვილი
თამარა ფხაკაძე
ანა აფხაზავა
მარიამ გოგიშვილი
ნატალია თვალჭრელიძე
ანა ინასარიძე
ანი მესხიშვილი
მიხეილ კუკავა
კახა კოჟორიძე
ლევან ტალახაძე
გიორგი ხეჩინაშვილი გვანცა გურგენიძე
ცოტნე ებრალიძე
ნიკა ტაბატაძე
ირაკლი ელაშვილი
დავით კაკაურიძე
არჩილ გომიაშვილი
დავით გაბიძაშვილი
ნინო ვაშაკიძე
ნიკოლოზ ხატიაშვილი
გიორგი თხელიძე
დავით მენაღარიშვილი
ნინო სტურუა
ოთარ დგებუაძე
თორნიკე ნატროშვილი
ნიკოლოზ კობახიძე
ირაკლი გაბიძაშვილი
ნათია ბუკია
ანა ალექსანდრია
ნიკოლოზ შურღაია
გენო მალაზონია
ოთარ შეროზია
ანა ებანოიძე
ბესიკ სანაია
ზაზა მიქაძე
ნინო ზედელაშვილი
