პოდოლიაკი: მოლაპარაკება არ იქნება, იქნება ულტიმატუმები, რომელთაც რუსეთი მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება. ამის ნაცვლად, რუსულ მხარეს ულტიმატუმებს წაუყენებენ, რომლებსაც მისივე თქმით, რუსეთი მიიღებს. ამის შესახებ პოდოლიაკმა გადაცემის „VIP ნატალია მოსეიჩუკთან ერთად“ ეთერში განაცხადა.

„მოლაპარაკება არ იქნება. ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. რუსეთის ფედერაციის მიმართ იქნება ულტიმატუმის ტიპის მოთხოვნები და რუსეთი მათ მიიღებ“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები უფრო მეტ რესურსს მომართავენ მათკენ.

„ეს არის დიდი, მასშტაბური, ინტენსიური, რთული და სისხლიანი [ომი]. ყველა რესურსი ჩართულია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ უფრო მეტ რესურსს მომართავენ იმის მიუხედავად, რომ მათ დისკუსიები ექნებათ“, – ამბობს პოდოლიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ