ბრიტანელი პარლამენტარი – საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ დოუთის ამ უმნიშვნელოვანესი და დროული შეხვედრის ორგანიზებისთვის.
საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – [გაერთიანებული სამეფოს] საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს“, – წერს მაკკლირი.
ცნობისთვის, მაკკლირი 1-ელ ივლისს სტივენ დოუთის (დიდი ბრიტანეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი) მიერ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრას ეხმაურება, რომელშიც მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის იყო საფრანგეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო