“სევილიას” ნახევარმცველი ფერნანდო კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ანდალუსიური კლუბი ავრცელებს.
მხარეებმა ურთიერთშეთანმხების საფუძველზე კონტრაქტი შეწყვიტეს. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ 36 წლის ნახევარმცველმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო.
შეგახსენებთ, ფერნანდო სხვადასხვა დროს, “მანჩესტერ სიტიში”, “გალათასარაისა” და “პორტოში” ასპარეზობდა.