საგარეო უწყება: სამინისტრო ინფორმირებულია ში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანის შესახებ – ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ“, – განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი, რათა ქართულმა მხარემ საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაიცვას.
“ქართული მხარე გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასა და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს