მარინე ძაგნიძე: მიხეილ სააკაშვილი, მადლობა ყველაფრისთვის, ბატონო პრეზიდენტო

“ოჯახში გვაქვს ერთი რელიქვია, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით. ხან ჩემთანაა, ხან თამთასთან. ჩემზე რომ გაბრაზდება თამთა, ამიჯიჯღინდება და მერე მომეცი მიშას ჩანთაო, მეტყვის. მეც ფეხისთრევით გამომაქვს და ვაძლევ 🙂 ჩანთის ისტორია ასეთია: თამთა რეზიდენტურაში აბარებდა და რამდენიმე თვეში ელოდებოდა პასუხს. საქართველოდან ჩურჩხელები ჩამოიტანა და მიშას მისწერა მესენჯერში: არ მოგენატრათ ქართული ჩურჩხელაო, თუ ინებებთ, მოგართმევთო.
მიშამ იცოდა ვინ იყო თამთა და პასუხი დაუბრუნა, სიამოვნებით შეგხვდებიო. მაშინ მიშა ნიუ იორკში იყო. შეხვდნენ მანჰეტენზე პატარა კაფეში, ისაუბრეს ამ მთის -იმ მთის, თამთას გეგმებზე, გაუხარდა, რომ სალიციენზიო გამოცდები ჩააბარა და მალე ამერიკაში ექიმად შეძლებდა მუშაობას. დამშვიდობების წინ უთხრა, შენ ახლა ეგ ჩანთა გეკადრება, აგერ NYU-ს ან კოლუმბიის საავადმყოფოს ექიმი იქნები და მაგ ხელჩანთით ხომ არ ივლიო?! შეიყვანა მაღაზიაში და $450 დოლარი ჩაუთვალა გამყიდველს, რომელი ჩანთაც შეეფერებოდა რეზიდენტს დიდი ფაილების ჩასალაგებლად, სწორედ ის ჩანთა უყიდა. მე დავიშოკე ეს ამბავი რომ მომიყვა ჩემმა შვილმა.
ვინ იყო მისთვის თამთა?! ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა, მეტი არაფერი…
აი, ასეთია ჩვენი პრეზიდენტი და ამიტომ მისტირის მას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი.
მადლობა ყველაფრისთვის, ბატონო პრეზიდენტო.
Mikheil Saakashvili🇬🇪👊❤️🇬🇪👊წერს სოციალურ ქსელში ექიმი ანესთეზიოლოგი, ამერიკის მოქალაქე .