ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება მთელ ქვეყანას – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა მ, პოლიტიკაში ს დაბრუნება შეაფასა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მთელ ქვეყანას წაადგება:
“ერთ რამეს ვიტყოდი – მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიას არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაცხადდა 2011 წელს და 2012 წელს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და ეს არის: დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ეს იქნება ყოველთვის. უპირველეს ყოვლისა იქნება სამშობლოს ინტერესები დაცული. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა