მე უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო – ბიძინა ივანიშვილი

უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩემმა ადვოკატებმა თქვეს, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ, რომ მე რეალურად სანქცირებული ვარ. ყველაზე უხეში მეთოდებითა და გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით, მე უკვე, რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად, სანქცირებული ვარ, ამიტომ ოპოზიცია ტყუილად ღელავს და მღელვარებს ამ დროს, რომ დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო,”-აღნიშნა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება