„საბანკო დაკრედიტება საქართველოში – პირველი ნაწილი
2025 წლის იანვარ-მაისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული ახალი სესხები (24 მილიარდი ლარი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა (იანვარი-მაისი, 2024 წელი – 22.4 მილიარდი ლარი). შედარებისთვის, 2024 წლის ხუთ თვეში სესხების ზრდა 18,5% იყო, 2023 წელს – 17,4%, ხოლოს 2022 წელს – 12% (იხილეთ სურათი).რომ შევაჯამო:- 2025 წლის იანვარ-მაისი კომერციული ბანკების მიერ გაცემული ახალი სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია“ – ამის შესახებ ეკონომისტი ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
„საბანკო სექტორისთვის, რომელიც მიჩვეულია ორნიშნა ზრდას, ეს ცუდი შედეგია. – ჩემი შეფასებით, ეს უარყოფითი ტრენდი საშუალოვადიან პერსპექტივაში დააზიანებს როგორც ბანკების ფინანსურ შედეგებს, ისე მთლიანად ეკონომიკას, რადგან საბანკო სექტორი საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ძრავია. – რაც შეეხება მყისიერ ეფექტებს, ამ მხრივ, სავარაუდოდ, კერძო სექტორი, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, უკვე გრძნობს ფინანსური რესურსების/ქეშის ნაკლებობას, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ბიზნეს-გარემოს, ბიზნეს-ურთიერთობების და შესაბამისად, ბიზნესის-კეთების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს. პ.ს. ორი დამატეთი ინფო/განმარტება:
1. წინა ჯერზე, როდესაც 4 თვის შედეგები დავდე, მივიღე მნიშვნელოვანი კომენტარი, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სესხების ნაკადებში ერთი ნაწილი მოდის ძველი სესხების რეფინანსირებაზე/რესტრუქტურიზაციაზე, ამ მონაცემზე დაყრდნობით ახალ დაკრედიტებაზე სრული ანალიზის გაკეთება სწორი არ იქნებოდა; ეს კომენტარი ლეგიტიმური იყო. უბრალოდ, მგონია, რომ ეს სურათი ზოგად ტრენდს მაინც კარგად გადმოსცემს (ამის დასტურია ის გარემოაბაც, რომ პარალელურად, მთლიანი საკრედიტო პორტფელის ნაშთის ზრდის ტემპიც, წინა წელთან შედარებით 4%-ით არის შემცირებული – 19%-დან 15%-მდე). პირიქით, ეს მონაცემი, შეიძლება კიდევ უფრო კარგად აჩვენებდეს პრობლემის მასშტაბს. რადგან, წესით, ეკონომიკური გამოწვევების პირობებში, სესხების რეფინანსირებაზე/რესტრუქტურიზაციაზე, სხვა თანაბარ პირობებში, მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. თუ რეალურადაც ასეა, მაშინ, რეალური ახალი სესხების ზრდის ოდენობა, კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს შემცირებული.
2. 2024 წლის მაისი, ცუდი თვე იყო საბანკო სექტორისთვის. მიზეზი იყო რუსული კანონის ინიცირება, შემდეგ მისი მიღება აპრილ-მაისში და პარალელურად, თბილისში პერმანენტული პროტესტების პერიოდი. შესაბამისად, წელს მაისის თვის შედეგებმა, ცოტათი გამოასწორა საერთო სურათი. მარა, ჯამში, მდგომარეობა, მაინც რთული ჩანს და თუ ივნისიდან სიტუაცია წლის ტრენდს დაუბრუნდა, არსებული ზრდის ტემპი, წესით, კიდევ უფრო შემცირდება“ – წერს გიორგი ხიშტოვანი „ფეისბუქზე“.
