„წულუკიანი არ იყო, ჩაჯ@@ის მერე, იქვე რომ დააბრიფინგა, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს?“ – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს:
“ეს მიქანაძე წულუკიანს რომ უყვება, როგორი საშინელებები ჩავიდინეთ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, წულუკიანი რა, იქ არ იყო?:)
თან დელეგაციის ხელმძღვანელი, ანუ მიქანაძის უფროსი არ იყო?
წულუკიანი არ იყო, ჩაჯმის მერე, იქვე რომ დააბრიფინგა, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს?
რა ვერ გაიგო იქ წულუკიანმა?
ან ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რამე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი?
თუ ხედავდა რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო რომ იქვე არ მეცა ყელში?
1-2 დიპსტეიტის წარმომადგენელს რატომ არ გადაუღო ფოტო?
_____________________________
ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013-ში თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა დიპსტეიტისგან იცავს სამშობლოს.
_____________________________
P.S და აი, სანამ ამას ვწერდი, რიმა ბერიძემ: ჯინ შაჰინმა თავის ქვეყანას მიხედოსო.
ოზურგეთი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ანუ გააგრძელა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მსახურება (ვოლსკის მსგავსად) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამერიკელ სენატორზე იძახის – ამერიკას მიხედოსო. ოჰ, დონალდ, შენ რა გითხარი…”
– ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
26.06.2025“

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა