„რა საკვირველია ჩორჩანას თემით გააპიარეს თვალთხარია, ლამის მიშას რანგში აიყვანეს“ – მეგი გოცირიძე გიორგი გახარიაზე

ნაცმოძრაობის წევრი, ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
„რა საკვირველია ჩორჩანას თემით გააპიარეს თვალთხარია, ლამის მიშას რანგში აიყვანეს და ქვეყნიდან გაუშვეს, რომ საჭირო დროს, შემოვიდეს არა არაჟნის კონტეინერით, არამედ ბიზნეს კლასით, ფულსაც ესენი აძლევენ საარჩევნოდ , რომ გაბრაზებული ცოცხების ხმები სხვაგან არ გადანაწილდეს, გარიგება სწორედაც შედგა , როცა სია არ ჩახსნა თვალთხარიამ და ადგილმონაცვლედ შევა 12 ცალი, სრულიად გაურკვეველი ჯეელი , ვისგანაც წინასწარ იციან , რამდენს გადაიყვანს პაპუასა თავისკენ და საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. ამოიღებს კონსტიტუციიდან ნატოსაც , ევროკავშირსაც და ყველაფერს, რაც ხელს უშლით რუსებთან მიმართებით და ნერვებს, ჩვენთან მიმართებით…
პ.ს.ბოლო გაჩერებაა მეგობრებო, გთხოვთ ჩაბრძანდეთ, თქვენი გადახდილია..“

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…