ვინ არის თურქი ამომავალი ვარსკვლავი კავკასიური ფესვებით: მშვენიერი სი­ნემ უნ­სა­ლის საინტერესო ცხოვრება – Marao

თურ­ქუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვი, სი­ნემ უნ­სა­ლი, მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­სი სი­მარ­ტი­ვით, სი­კე­თი­თა და ბუ­ნებ­რი­ვი ქა­რიზ­მით მალე შე­იყ­ვა­რა. იზ­მირ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას კავ­კა­სი­ურ ფეს­ვებს უკავ­ში­რებს.
· კავ­კა­სი­უ­რი იდენ­ტო­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა
სი­ნემ უნ­სა­ლის დედა ჩერ­ქე­ზუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, ხოლო მამა – აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი. ეს შე­რე­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ფონი და მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი­სა და პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.
თა­ვად სი­ნემს უყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე თქმა: “მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი, გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან.“ეს მის­თვის უფრო მე­ტია, ვიდ­რე წარ­მო­შო­ბის აღ­წე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი თურ­ქეთ­ში, კერ­ძოდ, იზ­მირ­ში გა­ი­ზარ­და, მისი ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია.
· კა­რი­ე­რუ­ლი გზა და გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­ლე­ბი
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ნემ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­ის­წავ­ლა, თე­ატ­რი­სა და ეკ­რა­ნის სიყ­ვა­რულ­მა იგი სხვა გზა­ზე და­ა­ყე­ნა. მისი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ჩე­ნა ტე­ლე­სე­რი­ალ “Çoban Yıldızı“-ში შედ­გა, თუმ­ცა ფარ­თო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა პრო­ექ­ტით “Mucize Doktor“, სა­დაც მან მთა­ვა­რი გმი­რი – ნაზ­ლი – გა­ნა­სა­ხი­ე­რა. ამ როლ­მა სი­ნემს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა და უამ­რა­ვი ჯილ­დო მო­უ­ტა­ნა.
სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, სი­ნემ უნ­სა­ლი აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს თე­ატ­რშიც. იგი ცნო­ბი­ლია იმით, რომ ყო­ველ­თვის ირ­ჩევს სიღ­რმი­სე­ულ და ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თულ რო­ლებს, რაც მის სამ­სა­ხი­ო­ბო სტილს გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის. დღეს სი­ნემ უნ­სა­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბია თურ­ქეთ­ში. მე­დია მას­ზე წერს, რომ გო­გო­ნას ახა­სი­ა­თებს თავ­მდაბ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რაც კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს მის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.
· პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ჰობი
სი­ნემ უნ­სა­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით Instagram-ზე, სა­დაც ორ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. თუმ­ცა იგი ცდი­ლობს, პი­რა­დი თე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს და ურ­ჩევ­ნია, თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი მე­დი­ა­ში არ გა­ახ­მა­უ­როს.
“მსი­ა­მოვ­ნებს, რომ მცნო­ბენ, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ნაკ­ლე­ბად სა­ჯა­რო იყოს”, – ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი. წაიკითხეთ სრულად