ღარიბაშვილის შემდეგ, ივანიშვილთან კონსულტაცია კობახიძემაც აღიარა: კონსულტაციები იყო და ამ კონსულტაციებმა გუნდს მისცა იმ რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება

პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს – ს რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებმა გუნდს რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება მისცა.

„როგორც ითქვა, კონსულტაციები იყო და ამ კონსულტაციებმა გუნდს მისცა იმ რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება. პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო“, – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 60 პროცენტამდეა ასული პარტიის რეიტინგი.

„დღეს გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, 60 პროცენტამდეა ასული ჩვენი რეიტინგი, მას შემდეგ, რაც მივიღეთ სტატუსი, ჩვენი ამოცანაა შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება ამ შედეგის, რაც დღეს გვაქვს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ

შსს – ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ აქციაზე გაიგო მელიას, ელისაშვილის, გვარამიას, ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის საუბარი, რომ ისინი ახალგაზრდებს დავალებების შესრულებისთვის გადაუხდიდნენ თანხას – ბრალდებულის თქმით, მან მიიღო 1200 ლარი