რუსთაველის გამზირზე 216-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 216-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შემოუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ