მაკრონი პუტინს ტელეფონით ესაუბრა, პირველად 2022 წლის შემდეგ

სამშაბათს, 1 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებს ერთმანეთთან 2022 წლის სექტემბრის შემდეგ არ უსაუბრიათ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაკრონმა „ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და პუტინს „მოუწოდა რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მყარი და ხანგრძლივი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისაკენ”.
კრემლის ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას პუტინმა უკრაინის კონფლიქტში დასავლეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება „გრძელვადიანი“ უნდა იყოს. „ვლადიმერ პუტინმა [მაკრონს] შეახსენა, რომ უკრაინის კონფლიქტი დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა დასძინა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები „მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფდნენ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს“ და „უკრაინაში ანტირუსულ პლაცდარმს ქმნიდნენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია