უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ლორენცო მუზეტის (7) ძლევით, ATR-ის რეიტინგში 19 პოზიციით წინ წაიწია და ახლა 107-ე ადგილზეა. თუ მან მეორე წრეში მუზეტის თანამემამულე ლორენცო სონეგოს (47) მოუგო, მოწინავე ასეულში დაბრუნდება.
ნამატჩევს 33 წლის ბასილაშვილმა განაცხადა, რომ ურთულეს კლიმატურ პირობებში მძიმე შეხვედრის მოგებით გახარებულია, ადრე რეიტინგის მე-16 ნომერი იყო, უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირის გამარჯვებული გახდა, იდაყვზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა, ამაყია და მომდევნო თამაშებს მოუთმენლად ელის.
სონეგომ პირველ წრეში პორტუგალიელ ხაიმე ფარიას (116) 6:3, 6:4, 6:3 სძლია.
ბასილაშვილისა და სონეგოს დაპირისპირების დაწყება 2 ივლისს თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა – უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
2022 წლის შემდეგ პირველად – ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა – უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
უდიდესი სენსაცია – ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
