საქართველოს არ იცავს საერთაშორისო ქოლგა, ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში და ბუნებრივია, რომ გვჭირდება მიგრაციის შესახებ მკაცრი რეგულაციები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება მიგრაციის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობა, რადგან ქვეყანას არ იცავს საერთაშორისო ქოლგა – ევროკავშირის და ნატოს სახით.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებში საკმაოდ მკაცრი რეგულაციები არსებობდა მიგრაციასთან დაკავშირებით, მაინც მოახდინეს ამ რეგულაციების გამკაცრება. საქართველოს შემთხვევაში, როცა ქვეყნას არ იცავს არცერთი საერთაშორისო ქოლგა, არც ევროკავშირის და ნატოს სახით, ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში ბუნებრივია, რომ გვჭირდება მიგრაციის შესახებ მკაცრი რეგულაციები. სახელმწიფო უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს უცხოელი მოქალაქე, რომელიც იმყოფება ქვეყანაში
. ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ დაკავებულია რადიკალური აქციების მონაწილე არაერთი უცხოეთის მოქალაქე, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. არსებობს ინფორმაცია, რომ აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არათუ მონაწილეობდნენ რადიკალურ აქციებში, არამედ ამ აქციებს აორგანიზებდნენ კიდეც. აბსოლუტურად ლოგიკურია, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას თუ რომელი ქვეყნის რომელი მოქალაქე რას საქმიანობს საქართველოში და აქვს თუ არა მას კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყანაში ყოფნის უფლება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში