2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” აუცილებლად გაიმარჯვებს და გავყვებით იმ ხაზს, რომელსაც 2012 წლიდან მივყვებით – ძალიან რეალურია, რომ ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გახდეს – ბიძინა ივანიშვილი

ვფიქრობ, ჩემს განცხადებაში ძალიან გულწრფელად და კარგად ავხსენი, რატომ დავბრუნდი პოლიტიკაში, ყველა აქცენტი გავაკეთე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის რეალური რეიტინგი 60 პროცენტამდეა, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ქართულ ოცნებას“ დღეს რეალური რეიტინგი 60%-მდე აქვს და არა ის, რასაც ეს ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია – ამაზეც აქცენტი კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაში, რომ მე ამისთვის არ მოვედი – მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი. 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს აუცილებლად და გავყვებით იმ ხაზს, რასაც 2012 წლიდან მივყვებით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ და გახსოვთ, მანამდე რაც იყო. ამ ხაზს და მიმართულებას გავაგრძელებთ.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლიტიკაში დაბრუნდა. გადაწყვეტილების მიზეზებზე მან “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში