საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე – “ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია – უპასუხოდ არ დავრჩებით

“ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია – ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, უპასუხოდ არ დავრჩებით, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ფრანგი მინისტრის თქმით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი კოლეგის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხებოდა.
“ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია.
დღეს [დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის] სტივენ დოუთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, და უპასუხოდ არ დავრჩებით”, – წერს ჰადადი.