საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა.
წელს აღინიშნება საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორგანიზაციასთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ამ მხრივ არსებულ პროგნოზებს. აღინიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება.
