კობახიძე ივანიშვილზე: თუ არაფორმალური მმართველობა იყო, დაბრუნება რატომ სჭირდებოდა?

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ს პოლიტიკაში “დაბრუნებას” ეხმაურება.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით “დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ქვეყნაში ადგილი არ ჰქონია”.
“დღეს აბსოლუტურად დასრულდა ყველანაირის სპეკულაციებისთვის სივრცე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, დაბრუნება რატომ სჭირდებოდა? აბსოლუტურად ცხადია აქ ყველაფერი. პირიქით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. რა თქმან უნდა, რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას. აქედან გამომდინარე, დღევანდელმა დღემ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ სპეკულაციებს ამ ე.წ. არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით”, – ამბობს კობახიძე.
ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე “დაბრუნებაა”.