დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკზე, სადაც „კალაშნიკოვის“ ქარხანაცაა

დღეს, 1 ივლისს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ს უდმურტეთის რესპუბლიკის დედაქალაქ იჟევსკზე. სოციალური ქსელებით გავრცელდა ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც აფეთქებები ჩანს.
უდმურტეთის რესპუბლიკის მეთაურის, ალექსანდრ ბრეჩალოვის ტელეგრამ-არხზე დილის 10 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ს რეჟიმმა“ დრონებით შეუტია იჟევსკის „ერთ-ერთ საწარმოს“. რომელს, ბრეჩალოვს არ უთქვამს. ცოტა ხნით ადრე რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამსახურმა დროებით დახურა იჟევსკის აეროპორტი
დღის 12 საათისთვის ბრეჩალოვმა განაცხადა, რომ არიან დაღუპულები და მძიმედ დაჭრილები, თუმცა მათი რიცხვი არ უთქვამს.
იჟევსკი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. ქალაქში განთავსებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არაერთი საწარმო, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, მართვადი საარტილერიო ჭურვების და სხვა იარაღის მწარმოებელი კონცერნის, „კალაშნიკოვის“.
ს იჟევსკზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ