სქროლებით გადაადგილება არის აბსოლუტურად უკონტროლო, არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას – დროა, ვიზრუნოთ ამ საკითხზე, რომ ხიფათი თავიდან ავიცილოთ

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივა წარმოადგინა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დასარეგულირებელია ე.წ სქროლების მოძრაობის წესებიც, რადგან არის უკონტროლო და საფრთხის შემცველი.
“პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ ინიციატივებისთვის. ნამდვილად საჭირო და დროულია რეგულაციები იმ ქვეყნებში, სადაც გამრავლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მოძრაობა გადატვირთულია და ა.შ. წინა მოწვევაშიც მქონდა ეს წინადადება და ახლაც მინდა გავაჟღერო საზოგადიების დიდი ნაწილის თხოვნა – საუბარია ე.წ სქროლებზე. სქროლებით გადაადგილება არის აბსოლუტურად უკონტროლო, სიჩქარეც მაღალი აქვს, არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას, დადის ტროტუარზეც, გზაზეც, ეს არ არის 10-15 კმ/სთ, დადის ბევრად უფრო სწრაფად. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვეითად მოსიარულეებს ეჯახება. ხომ არ ვიზრუნოთ ამ საკითხზე შესაბამის უწყებასთან ერთად, რადგან ძალიან პრობლემურია ეს საკითხი და მომრავლდა ტრანსპორტის ეს სახეობა.
ვფიქრობ, რომ სიჩქარის ზღვარი დავაწესოთ ან რაიმე რეგულაციებში ჩავსვათ, რადგან უკონტროლოა ეს საკითხი და არის ხიფათის შემცველი,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები სქროლებთან დაკავშირებით გაგრძელდება შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ხიფათი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში