შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.
„არც მას, არც ქვეყანას და არც ოპოზიციას შეეტყო რომ მან იშიმშილა. სადაც იყვნენ სამი დღის წინ, დღესაც იქ არიან. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით, რომ ადამიანმა 2 დღე იშიმშილა და ასევე გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო ჰედლაინებში”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის და დეჰუმანიზაციის რიტორიკის პირდაპირი შედეგია – ჩვენი უამრავჯერ გავაფრთხილეთ უცხოელი ოფიციალური პირები, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან