რეორგანიზაციის შემდეგ, საგარეო უწყებიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს

რეორგანიზაციის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.
ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ღიად გააკრიტიკეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ყველა ადამიანი ხელს ხელს აწერს შესაბამის პეტიციას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2024 წელს გაავრცელეს.
ერთ-ერთი გათავისუფლებული არის ქეთი ფრუიძე, რომელიც ამბობს, რომ პრინციპულად არ მიიღო მონაწილეობა მის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში. ის ფიქრობს, რომ ეს პროცესი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების დამცირებაა.
დღეს ოფიციალურად გამათავისუფლეს სამსახურიდან და ბოლო სამუშაო დღე მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასე დასრულდა ჩემი 4.5 წლიანი კარიერა ამ სტრუქტურაში.
“მე არ მივიღე მონაწილეობა “რეორგანიზაციის” საფარს ამოფარებულ პროცესში, სადაც შტატის გაუქმების გარეშე კონკურსი გამოაცხადეს ჩემს პოზიციაზე. კარგად ვიცოდი რას ემსახურებოდა ეს მასკარადი – კრიტიკული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების, მათ შორის ჩემს დამცირებას და გატეხვას. ამ პროცესის მიზანი თავიდანვე იყო ჩვენი სამაგალითოდ დასჯა.