ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ახალი წელი მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ახალი წელი მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მეგობრული ერების საკეთილდღეოდ და ევრაზიის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, მოსკოვი და ანკარა თანამშრომლობას მომავალ წელსაც გააგრძელებენ.
„რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ბოლო დროს ბევრი რამ გაკეთდა, განხორციელდა დიდი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში წვლილი ორივე ქვეყანამ ერთობლივი ძალისხმებით შეიტანა“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს