საქართველოს კეთილდღეობის ინდექსი 17 პუნქტითაა გაზრდილი, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი კი 7.5 პუნქტია, ევროკავშირის – 5.5. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ეს შედეგია პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

საქართველოს კეთილდღეობის ინდექსი 17 პუნქტითაა გაზრდილი, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი კი 7.5 პუნქტია, ევროკავშირის – 5.5. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ეს შედეგია პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს
„ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა საქართველოს მსოფლიო ლიდერ სახელმწიფოდ აქცევს კეთილდღეობის მიმართულებით – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია კეთილდღეობის ინდექსით. უფრო მეტიც, საქართველო ლიდერ სამეულშია.
„კეთილდღეობის ინდექსით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში, საქართველომ 21-ე საუკუნეში უპრეცედენტო პროგრესს მიაღწია და მსოფლიოს ლიდერ სამეულში შედის! ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული კვლევა (არ დაგვავიწყდეს აღნიშნული ორგანიზაცია, საქართველოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი) კეთილდღეობის ინდექსს ფართო ჭრილში განიხილავს, რაც უმცირესობათა უფლებების დაცვას, თანასწორუფლებიანობას, განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვას და ა.შ. მოიცავს.
21-ე საუკუნეში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 17 პუნქტით არის გაზრდილი, იმ დროს როცა მსოფლიოში ეს რიცხვი 7,5-ს შეადგენს, ევროკავშირში კი 5,5. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს, ნიშანდობლივია, რომ 2012 წლის შემდეგ კეთილდღეობის ინდექსი თითქმის 9 პუნქტით არის გაზრდილი. ქართული ოცნების, პრაგმატულმა, შედეგზე გათვლილმა და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ, საქართველო კეთილდღეობის ინდექსით, მსოფლიო ლიდერ სახელმწიფოდ აქცია!“ – წერს ჩიხელიძე.
Next: ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია – ატლანტიკური საბჭო კი აღიარებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული