ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია – ატლანტიკური საბჭო კი აღიარებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია

ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია – ატლანტიკური საბჭო კი აღიარებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია
როცა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ატლანტიკური საბჭოა და რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულზე უფრო მტრულადაა განწყობილი, ანგარიშს აქვეყნებს ცხადია გარკვეულწილად დაინტერესდები. აღმოჩნდა, რომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ატლანტიკური საბჭო აღიარებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია, შესაბამისად მოგვწონს თუ არა ფაქტია, რომ ყოველივე ეს ქართული ხელისუფლების დამსახურებაა.
„როცა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ატლანტიკური საბჭოა და რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულზე უფრო მტრულადაა განწყობილი, ანგარიშს აქვეყნებს ცხადია გარკვეულწილად დაინტერესდები. აღმოჩნდა, რომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი იყო, რომ 2030 წლის ჩათვლით რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო 21 ე საუკუნის ტოპ სამეულში იქნებაო გვეუბნებოდა. ახლა კი, გვამცნობენ, რომ ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც ისეთ ასპექტებს მოიცავს როგორიცაა შემოსავლების დონე, სოციალური თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოსდაცვა, განათლება, , ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია ჰოო, და ეს ატლანტიკური საბჭო კი აღიარებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია. რა ვქნათ ახლა, ეს შედეგები და ანალიზები მოგწონს თუ არა, ამ ხელსუფლების დამსახურება რომ არის ფაქტია“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
Previous: საქართველოს კეთილდღეობის ინდექსი 17 პუნქტითაა გაზრდილი, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი კი 7.5 პუნქტია, ევროკავშირის – 5.5. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ეს შედეგია პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს