ატლანტიკურმა საბჭომ საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ნარკოპოლიტიკას ეხმიანება და კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს. „ატლანტიკურმა საბჭომ საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა“- განაცხადა ზაალ მიქელაძემ და აღნიშნა, რომ ატლანტიკური საბჭოს ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს რესურსი გაუმკლავდეს დიდ გამოწვევებს.
„მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ- მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროს, რა თქმა უნდა, კომიტეტს სრული შემადგენლობით და საპარლამენტო უმრავლესობას. პრაქტიკულად ყველა წევრმა ხელმოწერით დაადასტურა ამ კანონში ცვლილებების აუცილებლობა. ნარკოდანაშაული დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. იგი თავისი ბუნებით ხელყოფს ადამიანის ძირითად ფუნდამენტურ უფლებებს. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანები წლების მანძილზე გვთავაზობდნენ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას – ეს არაგადამდები დაავადება ლამის გადამდებ დაავადებად აქციეს ამ ქვეყანაში.
არავისთვის უცხო არ არის, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებს არა მხოლოდ კონკრეტულად მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის, საზოგადოებრივი თუ სოციალურ გარემოსთვის და მთელი ქვეყანისთვის. სასიამოვნოა, რომ რამდენიმე საათის წინ ატლანტიკურმა საბჭომ (რომელიც, მოგეხსენებათ, არ არის კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ) გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი მართოს საკმაოდ დიდი გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტრუქტურა ერთად მოვახერხებთ ამ გამოწვევასთან გამკლავებას,” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე