ნიკა გვარამიას ადვოკატი – განსხვავებული მოლოდინი არ მქონია, რადგან გადაწყვეტილებები ამ შენობაში, სასამართლოში, არ იწერება – ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს

განსხვავებული მოლოდინი არ მქონია – გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს ადვოკატი, ქეთი ჩომახაშვილი, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნობას.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას აზრი არ იცის, მიიჩნევს, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს.
„განახვავებული მოლოდინი არ მქონია, წინა პრაქტიკებმა აჩვენა, ანალოგიურ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, ჩემი აზრით, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ. ასეთია ჩვენი დღევანდელი მართლმსაჯულება. გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება. 8 თვე მიუსაჯა ნიკა გვარამიას, ჯვებე ნაჭყებიამ. ზუსტად ანალოგიურ საქმეზე ამ მოსამართლემ ზურა ჯაფარიძეს, 7 თვე განუსაზღვრა, მაგრამ რატომ გადაწყვიტა, რომ ნიკა გვარამიასთვის 8 თვე შეეფარდებინა არ ვიცი, ამას განაჩენში დაასაბუთებს, რომელსაც ვიხილავთ.
გასაჩივრებას რაც შეეხება, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ უნდა მიიღოს, ჯერ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა მე როგორც იურისტი, მიუხედავად ყველაფრისა, ამ დამოკიდებულებისა და მიუხედავად მოლოდინისა სააპელაციო სასამართლოს მიმართ, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ იცვლება არაფერი, ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს.
მოვა დრო და ამ განაჩენის დამწერი და ხელმომწერები პასუხს აგებენ“, – განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი