მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში “მანჩესტერ სიტი” ყველასთვის მოულოდნელად “ალ ჰილალთან” დამატებით დროში 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრაში ანგარიში “ქალაქელებმა” გახსნეს და მე-9 წუთზე ბერნარდო სილვამ “სიტი” წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში “ალ ჰილალმა” მარკოს ლეონარდოსა და მალკომის გოლებით 52-ე წუთისთვის დაწინაურება მოახერხა. 55-ე წუთზე კი ერლინ ჰოლანმა სხვაობა აღადგინა.
94-ე წუთზე “ალ ჰილალიდან” თავი კალიდუ კულიბალიმ გამოიჩინა, 104-ე წუთზე კი ფილ ფოდენმა გათანაბრება მოახერხა.გამარჯვების გოლი 112-ე წუთზე მარკოს ლეონარდომ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
“ალ ჰილალი” მეოთხედფინალში “ფლუმინენსეს” დაუპირისპირდება, ამ უკანასკნელმა ასევე სენსაციურად “ინტერი” 2:0 დაამარცხა. შეხვედრა 4 ივლისს, ორლანდოში გაიმართება.
· zaza ყოველთვის მიხარია გვარდიოლა რომ აგებს.სუფთა ანტიფეხბურთი.ბარსელონაში ისეთი ხალხი ჰყავდა იმ გუნდს მწვრთნელი საერთოდ არ სჭირდებოდა.და იგივე ბარსელონაში არანაკლები შედეგი ჰქონდა ლუის ენრიკესაც.ბავარიაში ყველაფერი არია.სიტისი ვისაც ხელი დაადო და ყველა უყიდეს.ყოვლად უსახურს ფეხბურთს თამაშობს.მატჩის კომენტატორზე არაფერს არ ვიტყვი.არ ესმის ფეხბურთი.თამასი დაიწყო თუ არა განწირულია ალ ჰილალიო.მოკლედ სრული დილეტანტი.
· ჩემი აზრით კარგი ის არის რომ გვარდიოლას ტიკიტაკი რომელიც მოსაწყენი სანახაობაა,სულს ღაფავს.ან როგორ შეიძლება მოგწონდეს გაუთავებელი ბურთის გორაობა მოედნის ცენტრში.
· Gomako ალ ჰილალის გასვლა როგორ უნდა გაგიხარდეს მაგრამ,ფეხბურთის მკვლელი გვარდიოლას გავარდნა ყოველთვის გამიხარდება,იქნებ მიხვდეს სიტის ხელმძღვანელობა,რომ პეპმა საკუთარი თავი დიდი ხანია ამოწურა და მიაპანღურონ….ყველამ დაგიმუღამა გვარდი ყველამ,ჩავარდნილი სეზონის მერე უნდა წასულიყავი.
“ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!” – “ალ ჰილალის” სუპერ შეთავაზება ოსიმენს
77 მილიონი ევრო წელიწადში – ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
“გალას” ქომაგებს ყურს არ უგდებს – ოსიმენი ახალ კლუბთან ახლოსაა
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის – შერკი “სიტიში” გადავიდა
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი – რა კონტრაქტს სთავაზობს “ნაპოლი” კევინ დე ბრუინს
[VIDEO] დიდებული დახვედრა – როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს “პარტენოპეის” ფანები
“ნაპოლიში” დე ბრუინის ანაზღაურება ცნობილი გახდა
შეთანხმება მიღწეულია – დე ბრუინი ხვალ “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება
“ინტერის” მწვრთნელმა “ალ ჰილალთან” პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
უარი “ალ ჰილალს” – ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
აი, თურმე რატომ გაქრა ხუსანოვი…
