ვიდეო, რომელიც ბევრს ამბობს – ილია თოფურიას რეაქცია, როდესაც პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის ხმა გაიგო [VIDEO]

მას შემდეგ, რაც UFC-ის ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სატიტულო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
“ოპა, ჩემიანი”- თქვა ილიამ, როდესაც ქართველი ჟურნალისტის ხმა გაიგო.
შეგახსენებთ, ქართველი ჩემპიონი 2024 წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში, მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში კი განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.
ცნობისთვის, UFC-ის განახლებულ P4P რეიტინგში ილია თოფურია დაწინაურდა და პირველ ადგილზე გადავიდა, სიაში მეორე ადგილს ისლამ მახაჩევი, მესამეს კი მერაბ დვალიშვილი იკავებს.
ვიდეო აღებულია ლუკა შაინიძის ტიკტოკ გვერდიდან
[VIDEO] “ძველი მეგობრების” ნაკლებად გულთბილი შეხვედრა ოქტაგონზე