– „მესამე ძალას“ ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“, „ნაცებით“ არ შეიძლება მესამე ძალა ჩამოაყალიბო – ეს არის შეცდომა

„მესამე ძალას“ ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“, „ნაცებით“ არ შეიძლება მესამე ძალა ჩამოაყალიბო. ეს არის მეოთხე შეცდომა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ჟურნალისტებთან ე.წ. მესამე ძალაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ე.წ. მესამე ძალაში ეკლექტური გაერთიანება მოიაზრება.
„აქ მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, ესენი არიან ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია, ასეთი სიმბიოზია, ეკლექტური გაერთიანება მოაზრებული. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები, ვინც ქვეყნის გარეთ ასეთ რაღაცებს გეგმავენ, დიდად ვერ გრძნობენ ქვეყანაში სიტუაციას. არ შეიძლება ასეთი ადამიანების ერთობით რაიმე წარმატებას მიაღწიო, არაერთხელ დაუშვიათ მათ შეცდომები, როდესაც ჯერ აქცენტს აკეთებდნენ ბოკერიაზე, შემდეგ ხაზარაძეზე, გახარიაზე, ყოველ ჯერზე ჩაუვარდათ ე.წ. მესამე ძალის მცდელობა. რატომ?- იმიტომ, რომ „მესამე ძალას“ ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“, „ნაცებით“ არ შეიძლება მესამე ძალა ჩამოაყალიბო. ეს არის მეოთხე შეცდომა, რომელსაც მეოთხე ჯერზე უშვებენ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან