კახა კალაძე – ისედაც ვიცოდით, რომ ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე – აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი ან შიმშილობის დაწყების, ან შეწყვეტის

აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი, ან შიმშილობის დაწყების, ან შემდეგ შეწყვეტის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ახალი არაფერია, რადგან ისედაც ცნობილი იყო, რომ ის 8 პარტია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.
„ჯერ მისი გადაწყვეტილება იყო გაუგებარი და თვითონ განცხადება, რომელიც მან გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით. ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო საპროტესტო შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ნონსენსი და წარმოუდგენელია. ნუ, ეს ცხადია, მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი, თუმცა განცხადებაში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ახალი არაფერია. ის ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, ისედაც ვიცოდით, რომ უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა არის რიგი ოპოზიციური პარტიები, ვინც გამოხატავს მზაობას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი, ან შიმშილობის დაწყების, ან შემდეგ შეწყვეტის“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. განცხადებას უერთდება: “თავისუფლების მოედანი”; “დროა”; “გირჩი-მეტი თავისუფლება”; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ევროპული საქართველო”; “ახალი”; “ფედერალისტები”.
ოპოზიციური პარტიების განცხადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ, რომლებიც პარლამენტთან შიმშილობდნენ, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს.