დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე გამოიძახა.
უწყებამ გამოხატა პროტესტი საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმის ჩახშობასთან დაკავშირებით.
“დღეს (2025 წლის 30 ივნისი) საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში, სადაც მაღალჩინოსანმა ნათლად გამოხატა დიდი ბრიტანეთის მტკიცე წინააღმდეგობა მათი ქვეყნის სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ და მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები”, – წეროა განცხადებაში.
ასევე განცხადების მიხედვით, FCDO-ის სპიკემა ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე, რაც მისი თქმით, “თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობას” ემსახურება.
“საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია იმ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან რომელიც შემორჩა “ქართულ ოცნებას” და ასევე მათ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყოყმანის გარეშე განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას”, – განაცხადა FCDO-ის სპიკემა.
