Counterpoint Research ექსპერტებმა გააანალიზეს სმარტფონების ძირითადი ბაზრები მსოფლიოში და აღმოაჩინეს ყველაზე პოპულარული მოდელები, რომელთაც ყველაზე ხშირად ყიდულობდნენ კონკრეტული ქვეყნის მცხოვრებლები 2023 წლის ოქტომბერში.
კვლევაში მოცემულია მონაცემები ტელეფონების გაყიდვების შესახებ აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. Apple-ის უახლესი გაჯეტები – iPhone 15 Pro და 15 Pro Max – თითქმის ყველგან ლიდერობენ.
თუმცა არის გამონაკლისებიც. იაპონელები ირჩევენ კომპაქტურ და ოდნავ ნაკლებად თანამედროვე iPhone 14-ს, სამხრეთ კორეაში კი Samsung Galaxy Z Flip 5 ლიდერობს.
აშშ-ი ტელეფონის გაყიდვების ხუთეულშია: iPhone 15 Pro, 15 Pro Max, iPhone 15, iPhone 14, Samsung Galaxy A14 5G;
ჩინეთში: 15 Pro Max, Huawei Mate 60 Pro, iPhone 15 Pro, HONOR X50, , iPhone 15;
სამხრეთ კორეაში: Samsung Galaxy Z Flip 5, Apple iPhone 15 Pro Max, Apple iPhone 15 Pro, Samsung Galaxy A34, Samsung Galaxy A24;
გერმანიაში: Apple iPhone 15, Apple iPhone 14, Apple iPhone 15 Pro Max, Apple iPhone 15 Pro, Samsung Galaxy S23.
სმარტფონების გლობალური ბაზარი ზრდას 2023 წლის ოქტომბერში 2 წლიანი სტაგნაციის შემდეგ დაუბრუნდა. Counterpoint Research-ის თანახმად, ამას განვითარებადი ბაზრების აღდგენა დაეხმარა. ოქტომბერში მსოფლიოში სმარტფონების ყოველთვიური გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, რაც პირველი ზრდაა 2021 წლის ივნისის შემდეგ.