ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება – თურქული მედია

ზურიკო დავითაშვილი ახლოსაა, კარიერა „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს. თურქული მედიის ინფორმაციით, ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ტრანსფერი ოფიციალურად ორ კვირაში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის კლუბმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის ბოლოს დატოვა. მიუხედავად ამისა, ქართველით არაერთი გუნდი დაინტერესდა.
მაგალითად, ავტორიტეტული გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, დავითაშვილს აქტიურად აკვირდება „რენი“, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის რადიკალურ გადახალისებას გეგმავს. ფრანგული კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლოიკ დეზირემ ზურიკო ახალწვეულთა შორის მთავარ სამიზნედ დაასახელა.
ცნობისთვის, 24 წლის შემტევმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 9 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და, მთლიანობაში, 16 გოლში მიიღო მონაწილეობა. „სენტ-ეტიენმა“ სეზონი ბოლოდან მეორე ადგილზე დაასრულა და მომავალი სეზონიდან ლიგა 2-ში იასპარეზებს.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში