ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა
ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა. განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
“დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.
მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.
მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა.”– ნათქვამია ალექსანდრე წულაძეის განცხადებაში.
წულაძე ამ თანამდებობაზე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი