უცხოეთის ინტერესში არ არის იმაზე საუბარი რას აკეთებს ქვეყანა და მთავრობა, რა წარმატებები აქვს, მათ ინტერესშია საქართველოში შეიცვალოს არსებული მთავრობა, ამიტომ საუბრობენ იმაზე, რასაც ეუბნებიან ჩასულები [რადიკალური ოპოზიცია], ეს არის მთავარი

უცხოეთის ინტერესში არ არის იმაზე საუბარი რას აკეთებს ქვეყანა და მთავრობა, რა წარმატებები აქვს, მათ ინტერესშია საქართველოში შეიცვალოს არსებული მთავრობა, ამიტომ საუბრობენ იმაზე, რასაც ეუბნებიან ჩასულები [რადიკალური ოპოზიცია], ეს არის მთავარი
უცხოეთის ინტერესში არ არის იმაზე საუბარი რას აკეთებს ქვეყანა და მთავრობა, რა წარმატებები აქვს, მათ ინტერესშია საქართველოში შეიცვალოს არსებული მთავრობა, ამიტომ საუბრობენ იმაზე, რასაც ეუბნებიან ჩასულები [რადიკალური ოპოზიცია], ეს არის მთავარი,- ამის შესახებ დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრ, გურამ მაჭარაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად ობიექტურად იყენებენ სქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციას უცხოეთში.
კონსტანტინე ჟღენტის მიერ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ასევე კომენტარი გააკეთა კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომლის თქმითაც, ევროპარალამენტართა და ევროკომისიის წევრთა მოთხოვნით საქართველოს კოჰაბიტაცია უნდა ჰქონოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ბრალს ვერაფერში ვერ უყენებენ სანქციებს ითხოვენ.
„წინა ხელისუფლება, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა და ესეც კარგად იცოდნენ, კიდევ უფრო გამოჩნდა ახლა ბოლო ხუთ თვეში იმათ აპატიეთო. კოჰაბიტაცია წინა რეჟიმის მიმართ უნდა გვქონდეს და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც უბრალოდ ბრალს ვერ უყენებენ ვერაფერში, სანქციებს ითხოვენ. აი ეს არის მათი სიმართლე. დღევანდელ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ, ვიზალიბერალიზაციის და სხვა სიკეთეების წართმევა უნდათ. მაშინ, როდესაც უბრალოდ ვერ ასახელებენ რა ჩაიდინა არასწორი ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა ხელისუფლებამ. აქ სანქციებსა და რევოლუციას ითხოვენ, და იქ როდესაც ხალხს ანადგურებდნენ დახოცავდნენ იმ რეჟიმის მიმართ ითხოვენ კოჰაბიტაციას. აი ეს არის რეალობა“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Next: საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება “დაავიწყდათ”, მაგრამ არ დავიწყებიათ საკუთარი პატრონები და ინგლისურენოვანი პოსტებით დახმარებას ითხოვენ

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში