12 ივლისიდან „ვარკეთილის“ მეტროსადგური 45 დღით დაიკეტება

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგური – „ვარკეთილი“ 1,5 თვით მგზავრებს არ მოემსახურება. თბილისის მერმა, მ თქვა, რომ მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ვარკეთილის“ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო, კონტრაქტორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ საესკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო იყო იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განახლებულიყო სადგური. პროექტის ღირებულება 13,4 მილიონი ლარია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ მათ დასკვნის მხოლოდ ნაწილის მომზადება შეეძლოთ, რადგან: „[რამდენიმე] საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობების არქონის გამო“. სწორედ ამის გამო შეარჩია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ბელარუსული შპს „პრობილდ ექსპერტი“ და მასთან 382 065 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას – უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა – მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე – მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ეს სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიაა

თინა ბოკუჩავა – დავით რაზმაძე მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახეა – ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გახარიას საკრებულოს წევრები მხარს მის იმპიჩმენტს