ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი

ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი
ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი,’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა ის საკითხები, რაზეც საუბარი იყო, ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი ევროპა. მისი თქმით, სამწუხაროდ ამის საპირისპიროდ, ვხედავთ როგორ ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟს, მათ შორის, ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანებ. ,,ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის ადამიანი, რომლის დროსაც მთელი თაობა ჩაირეცხა და ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის მშობლების თაობის პატივისცემა, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა და იმის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთი შრომა შეალიეს ქვეყანას, სათანადოდ იყვნენ დაფასებული.
ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო ჯანდაცვა, როდესაც ადამიანებს ბანკის სესხების აღება უწევდათ, რათა ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა. არის ის პროგრამები, რომელიც თბილისს დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, როდესაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფასთან ერთად, მოსახლეობის ჯანდაცვაზე, გარდა ამისა, მათ შორის ცხოვრების ასაკის ზრდაზეც ახდენს შესაბამის გავლენას. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი. ჩვენ ვეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში და თავად ჰქონდეთ სამსახური. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, სხვაობა ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის. აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოშვა ბრიუსელმა, რომ სააკაშვილი, რადიკალიზმი და მისი მიდგომები არის ევროპა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული