იმის მაგივრად დიპლომატებად წოდებულნი მოემზადონ კონკურსისთვის, მიიღონ მონაწილეობა მასში და სამართლიანად დაიკავონ თანამდებობები, განუდგნენ მთავრობას, დააიგნორეს კონკურსი და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები თან ინგლისურად

იმის მაგივრად დიპლომატებად წოდებულნი მოემზადონ კონკურსისთვის, მიიღონ მონაწილეობა მასში და სამართლიანად დაიკავონ თანამდებობები, განუდგნენ მთავრობას, დააიგნორეს კონკურსი და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები თან ინგლისურად
ყველა დამეთანხმება რომ რაც დღეს, საგარეო მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ხდება, ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს უნიათო ან მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ჩემი აზრით დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ამ სამინისტროში რეორგანიზაცია, სააკაშვილის დროინდელი ძველი კადრები ვეღარ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, იმის მაგივრად დიპლომატებად წოდებულნი მოემზადონ კონკურსისთვის, მიიღონ მონაწილეობა მასში და სამართლიანად დაიკავონ თანამდებობები, განუდგნენ მთავრობას, დააიგნორეს კონკურსი და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები თან ინგლისურად. იმედი მაქვს ქვეყნისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი სამინისტრო ღირსეული, პროფესიონალი, ახალგაზრდა დიპლომატებით დაკომპლექტდება.
„ ყველა დამეთანხმება რომ რაც დღეს, საგარეო მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ხდება, ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს უნიათო ან მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ჩემი აზრით დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ამ სამინისტროში რეორგანიზაცია, სააკაშვილის დროინდელი ძველი კადრები ვეღარ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. აი დადგა ეს დღეც, 1 ივლისიდან ძალაში შედის საგარეო სამინისტროს განახლება და რაც ზემოთ მოგახსენეთ მისი თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებები ამის ნათელი მაგალითია.
იმის მაგივრად დიპლომატებად წოდებულნი მოემზადონ კონკურსისთვის, მიიღონ მონაწილეობა მასში და სამართლიანად დაიკავონ თანამდებობები, განუდგნენ მთავრობას, დააიგნორეს კონკურსი და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები თან ინგლისურად, ოღონდ ვისთვის არის ეს ინგლისურად გაკეთებული განცხადებები, კაცმა არ იცის, თუმცა ალბათ პატრონებისთვის. ამის შემდეგ აღარავის უნდა გაუკვირდეს რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა სამსახური. იმედი მაქვს ქვეყნისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი სამინისტრო ღირსეული, პროფესიონალი, ახალგაზრდა დიპლომატებით დაკომპლექტდება.“ – წერს ფოჩხუა.
Previous: ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებიათ – მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამოსულან გარე პოლიტიკური დირიჟორების გავლენიდან – საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მიზანი ერთია – შექმნან ფონი, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში