Wall Street-ის ანალიტიკოსები 2024 წელს ნავთობის ფასის ზრდას პროგნოზირებენ – Bloomberg

Wall Street-ის ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ნავთობის ფასები 2024 წელს აღდგება, მაგრამ ეს ზრდა უმნიშვნელო იქნება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
-ს 5 მსხვილი საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, Brent-ის ნავთობის ფასი 2024 წელს, 76,6 დოლარიდან, დაახლოებით 85 დოლარი იქნება ბარელზე.
ყველაზე დაბალი შეფასება Citigroup-ის ექსპერტებს აქვთ. ეს კონგლომერატი ვარაუდობს, რომ საშუალო ფასი 2024 წელს ბარელზე $75 იქნება. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებს ყველაზე მაღალი საპროგნოზო ფასი აქვთ – ბარელზე $92.
არსებული პროგნოზით, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2024 წელს წლევანდელი რეკორდული დონეებიდან გაგრძელდება, განსაკუთრებით ჩინეთში გაზრდილი მოთხოვნილების გამო.
ანალიტიკოსების პროგნოზები ნავთობის ფასებზე გასულ წელთან შედარებით უფრო ფრთხილი აღმოჩნდა. 2022 წლის დეკემბერში, Citigroup-მა ივარაუდა, რომ Brent-ის ნავთობის ფასი წელს დაახლოებით $80 იქნებოდა ბარელზე, რაც, ბოლოს და ბოლოს, საკმაოდ ზუსტი პროგნოზი იყო.
ბაზრის რამდენიმე ანალიტიკოსი ელოდა, რომ 2023 წელს ნავთობის ფასი ბარელზე კვლავ 100 დოლარს მიაღწევდა, მაგრამ მათი პროგნოზები არ გამართლდა შეერთებულ შტატებში, გაიანასა და ირანში წარმოების გაზრდის გამო. 2023 წელს Brent-ის ნავთობის ფიუჩერსების მაქსიმალური ღირებულება 97,69 დოლარი იყო.
რა არის პროგნოზირებული?
JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ 2024 წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 83 დოლარი იქნება. ივნისიდან ბანკი ელოდა, რომ ნავთობის საშუალო ფასი 2023 წელს 81 დოლარი იქნება ბარელზე, რაც 82,3 დოლარის რეალურ საშუალო ღირებულებას უახლოვდება.
Morgan Stanley-ის ექსპერტი მარტინ რეტსი პროგნოზირებს, რომ Brent 2024 წელს საშუალოდ 85 დოლარი იქნება ბარელზე, ხოლო Bank of America-ს Francisco Blanch-ი ნავთობის საშუალო ფასი 90 დოლარი იქნება ბარელზე.
ნავთობის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი Goldman Sachs-ის ექსპერტებმა გააკეთეს. მათი პროგნოზით, 2024 წელს, 2023 წლის დონესთან შედარებით, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება 1,6 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო OPEC-ის ძირითადი წევრები მიწოდებას აკონტროლებენ. ანალიტიკოსების აზრით, ეს გამოიწვევს ბაზარზე მცირე დეფიციტს და ფასებს ბარელზე 80-დან 100 დოლარამდე დიაპაზონში შეინარჩუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ